ადმიანური რესურსების მართვის განყოფილება
ადამიანური რესურსების მართვის უპირველესი მიზანია ო
რგანიზაციის მისიის, სტრატეგიული მიზნებისა და კონკრეტული ამოცანების შესაბამისად, ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა. განყოფილებას ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.
რგანიზაციის მისიის, სტრატეგიული მიზნებისა და კონკრეტული ამოცანების შესაბამისად, ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა. განყოფილებას ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
- პერსონალის მოზიდავა და შერჩევა (სამსახურების უფროსებთან ერთად);
- უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალის მიმდინარე და პერიოდული სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და ანალიზი;
- პერსონალის მონიტორინგი;
- პერსონალის სრული საუნივერსიტეტო ელექტრონული ბაზის შექმნა;
- აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან ხელშეკრულებების გაფორმება;
- პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სპეციალისტების მოძიება და სამუშაოზე მოზიდვა;
- საკადრო საკითხებზე ბრძანებათა პროექტების მომზადება და რექტორისათვის წარდგენა;
- პერსონალის მიერ ატესტაციის გავლის გრაფიკის, კადრების დენადობის შესახებ ცნობების, შვებულებების გრაფიკის მომზადება და პრორექტორისადმი წარდგენა.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ადამიანური რესურსების განყოფილებას სამუშაო საათებში ვაკანსიებთან, სამუშაო გრაფიკთან, საჯარო ინფორმაციასთან და სხვა სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მარიამ ჯანჯარია
ელ. ფოსტა: m.janjaria@ug.edu.ge
ტელ: 24 11 44 (140)
III სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511,

