ტესტირება
კურსების გასავლელად სავალდებულოა ენის დონის დამადასტურებული ტესტირების გავლა. კურსებზე ჩარიცხვა ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე მოხდება შესაბამისი ენის დონის მიხედვით. ტესტირებისთვის წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს უნივერსტეტის ენების ცენტრში. ტესტირების ხანგრძლივობა არის მაქსიმუმ 30 წუთი. რისი გავლის შემდეგაც მსურველი გაიგებს საკუთარ ენობრივ დონეს. ვისაც ტესტირება ადრე აქვს გავლილი და ამის შესაბამისი მოწმობა გააჩნია, ისინი გათავისუფლდებიან ტესტირებისგან.

