მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი
ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა
მოგესალმებით!
 
   ყველას, ვინც უკვე სწავლობთ ჩვენთან, ან ჩაბარებას და სწავლას აპირებთ, ჩვენი სკოლა გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას, დაეუფლოთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიას, გაიღრმავოთ ცოდნა, საუკეთესოდ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, თქვენი სიტყვა თქვათ არჩეულ მიმართულებაში  და წარმატებული კარიერისათვის დაეუფლოთ საჭირო ცოდნასა და უნარებს.
  • ამისათვის ჩვენთან შექმნილია ყველა ხელშემწყობი პირობა:
  • კეთილმოწყობილი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები;
  • ბიბლიოთეკა, უახლესი, თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ვერსიებით;
  • მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტი
და, რაც მთავარია:
  • ენთუზიაზმით აღსავსე, საუკეთესო პროფესურა, დაკომპლექტებული წამყვანი მეცნიერებით,  როგორც ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებით, ასევე ცნობილი ფირმების, საწარმოებისა თუ საფინანსო ინსტიტუტების მოქმედი ან ყოფილი ხელმძღვანელებით.
სასწავლო პროგრამები და კურსები შედგენილია დასავლური სტანდარტებისა და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ყველა სტუდენტი, სპეციალობის მიხედვით, გადის სტაჟირებას შესაბამის კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში. თეორიული ცოდნის  რეალურ  საქმიანობაში  მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების სწავლება  და პრაქტიკული უნარების განვითარება სუ-ის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
ამგვარად, სუ-ის  ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლაში საუკეთესო გარემოა შექმნილი, რათა ჩვენთან გატარებული წლები თქვენს ცხოვრებაში მაქსიმალურად ნაყოფიერ, სათანადო ცოდნის მომცემ და  საუკეთესო  პერიოდად იქცეს. წლებად, რომლებიც მნიშვნელოვანწილად  განსაზღვრავენ თქვენს მომავალ წარმატებულ კარიერას.
თქვენი ნიჭიერება და შრომის უნარი, ჩვენს თავდაუზოგავ ძალისხმევასთან ერთად, ყოველგვარი მიზნის მიღწევის საწინდარია.
 
გისურვებთ  წარმატებებს!
 
სკოლის დირექტორი: მაია ამაშუკელი

მისამართი: კოსტავას ქ. 77ა
ტელ.: 2 55 22 22 (374)
ოთახი: 334, IV კორპუსი
ელ. ფოსტა: m.amashukeli@ug.edu.ge
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker