საქართველოს უნივერსიტეტი თავის კურსდამთავრებულებს უზრუნველყოფს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლის მოხმარებას, ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა–ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვა–ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძვლეზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანების თანახმად დამტკიცდა საქართველოს უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები:
- დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი
- დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი წარჩინების
- ბაკალავრის დიპლომი
- ბაკალავრის დიპლომი წარჩინების
- მაგისტრის დიპლომი
- მაგისტრის დიპლომი წარჩინების
- დოქტორის დიპლომი
დაათვალიერეთ ყველა

