მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
 
საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით,  საქართველოს კანონებით: უმაღლესი განათლების შესახებ,  ზოგადი განათლების შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შესახებ და  სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას არეგულირებსუნივერსიტეტის წესდება.
უნივერსიტეტის წესდების სპეციალურ ნაწილს ღირსების კოდექსი წარმოადგენს, რომლის რედაქტირება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ დასრულდა 2005 წლის 25 ნოემბერს.
სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო წესდების ყველაზე საინტერესო ნაწილი ტრადიციულად შეფასების სისტემაა.
შეფასების სისტემაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პერიოდულად შეაქვს ცვლილებები, ამიტომ სტუდენტებს ვურჩევთ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაეცნონ მას.
უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი და ასევე სტუდენტი ვალდებულია, კარგად იცნობდეს წესდებას, წესდების გაცნობა ხელს შეუწყობს  სტუდენტების  ინტეგრირებას და მათ აქტიურ, სრულყოფილ საუნივერსიტეტო ცხოვრებას. თავისუფალ და ლიბერალურ საზოგადოებაში უნივერსიტეტი სიმართლისა და ცოდნის ძიებას უნდა ემსახურებოდეს, ეს კი ზოგადად ხორციელდება-- ჯანსაღი კამათის, განსჯისა და გახსნილი, ღია ურთიერთობების საფუძველზე. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ეს მიზნები, აუცილებელია უნივერსიტეტის წესებისადმი დამორჩილება.
 
 
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა 2009 წლის 30 დეკემბრის აკრედიტაციის საბჭოს #22/ს გადაწყვეტილებით.
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker