მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
უნივერსიტეტის შექმნის ისტორია
 
2002 წლის მიწურულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, გახსნა ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, რომელსაც მაგისტრანტები უნდა მოემზადებინა ამერიკათმცოდნეობაში.
ცენტრის მუშაობის მიზანი იყო ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის, შესწავლა და კვლევა. პირველად, შემუშავებულ იქნა პროგრამები ამერიკათმცოდნეობის განხრით.   მოგვიანებით, ანალოგიური პროგრამები მომზადდა ევროპათმცოდნეობის  მიმართულებითაც. პროგრამები შემუშავდა იმ პრინციპით, რომ მაგისტრანტმა, ამერიკისა თუ ევროპის  შესწავლასთან ერთად, სურვილისამებრ,შეძლოს აითვისოს საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროს მართვის დასავლური მოდელი: საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს-ადმინისტრირების, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის და ა.შ.
2004 წლის 21 ივლისს ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ. პ. ს. „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“ (სმს). იმავე წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე, დაფუძნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - «საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი». 
შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო. 2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი – მანანა სანაძე.
2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა მიიღო 2005 წლის სექტემბერში. 2006 წლის შემოდგომიდან  კი უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები. პირველი დოქტორანტი  იყო ედუარდ რობერტ რაუპი,რომელსაც თავისი სადოქტორო პროგრამის, „კრედიტების ტრანსფერისა“ და სსმუ-ში სადოქტორო დისერტაციის დასრულების შემდეგ, დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker