საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება საქმიანობის პრიორიტეტებია წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო–კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებს შორის საქმიანი კონტაქტების ჩამოყალიბება. ამის შედეგად, ერთობლივი პროექტები და სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და პროფესორ–მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები ხორციელდება. საქართველოს უნივერსიტეტი ჩართულია არაერთ საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო პროგრამაში (ჩამონათვალი).
დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების მომზადებასა და გაფორმებას, სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა სტაჟირება–მივლინების ხელშეწყობას, სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება–გავრცელებას.
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების
უფროსი მარიამ წითლანაძე
ტელ.: 24 11 44 (165)
ელ. ფოტა: m.tsitlanadze@ug.edu.ge
ოთახი: 304, I კორპუსი

