მოგესალმებით, ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის სახელით.
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა გთავაზობთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის საბაკალავრო პროგრამებს ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებით. ჩვენთან, საბაკალავრო პროგრამებში უკვე ინტეგრირებულია Microsoft, Cisco, Oracle აკადემიების სასწავლო პროგრამები და სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური საშუალება უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე მიიღონ ამ კომპანიების საერთაშორისო სერტიფიკატები, რაც მომავალში მათი უპირობო დასაქმების გარანტი იქნება. სკოლის მიერ შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამების ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის, ფიზიკისა და ინჟინერიის საგნებს, ელექტრული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირების, შექმნის, მართვისა და რეალიზების მეთოდებს. შეიძენენ პროგრამირების, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების ამოხსნის თეორიული და რიცხვითი მეთოდების გამოყენების, შედეგების მეცნიერული ანალიზისა და ინოვაციური აზროვნების უნარებს. სკოლაში არსებული ფიზიკის, ელექტრონული და კომპიუტერულ ინჟინერიის სასწავლო ლაბორატორიებში სტუდენტებს შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს. ეს ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი სასწავლო აპარატურით, მათ შორის Cisco-ს ქსელური მოწყობილობებით.
ჩვენი სკოლის წარმატებებს მნიშვნელოვნად განაპირობებენ მაღალკვალიფიციური პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც ეწევიან აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხდება სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა კვლევით პროექტებში, რაც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და ამავე დროს, გამოუმუშავებს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა, ინჟინერიისა და მათემატიკური მეთოდების გამოყენების პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს რეალური ამოცანების გადასაწყვეტად. სკოლას გააჩნია მჭიდრო სამეცნიერო კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან (CERN-Geneva, JNRI-Dubna, J PARC-Tokai, ETH-Zurich, Stockholm University, KTH Royal Institute of Technology, Humboldt-University of Berlin). სწავლების პერიოდში განხორციელდება როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები. სტუდენტებს ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაუკითხავენ უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ჩვენ ვცილობთ შევქმნათ სწავლისთვის საუკეთესო პირობები და საქართველოს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. დასაქმდნენ სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში როგორც საქართვლოში, ასევე უცხოეთში, რაშიც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული საერთაშორისო სერტიფიკატები.
გისურვებთ, გამოიყენოთ ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის ყველა შესაძლებლობა და იყოთ საუკეთესონი საუკეთესოთა შორის. გისურვებთ წარმატებებს!

