იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილება დღევანდე
ლი სტატუსით ჩამოყალიბდა 2005 წლის 10 დეკემბერს. იურიდიული განყოფილება შედის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურში და მას ხელმძღვანელობს იურიდიული განყოფილების უფროსი, რომელიც უნივერსიტეტის სამსახურის უფროსის თანაშემწეა უნივერსიტეტის იურიდიული მომსახურების მიმართულებით.
ლი სტატუსით ჩამოყალიბდა 2005 წლის 10 დეკემბერს. იურიდიული განყოფილება შედის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურში და მას ხელმძღვანელობს იურიდიული განყოფილების უფროსი, რომელიც უნივერსიტეტის სამსახურის უფროსის თანაშემწეა უნივერსიტეტის იურიდიული მომსახურების მიმართულებით.იურიდიული განყოფილების ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს უნივერსიტეტის, მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზურნველყოფა, უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, უნივერსიტეტის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების კონტროლი და კოორდინაცია.
სტუდენტებს, ისევე როგორც თანამშრომლებს, იურიდიული კონსულტაციის მიღების მიზნით შეუძლიათ მიმართონ იურიდიულ განყოფილებას შემდეგ საკითხებზე:
-
უნივერსიტეტში მოქმედ წესებთან დაკავშირებით;
-
სტუდენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში;
-
სასწავლო პროცესის მარეგულირებელ სამართლებრივ საკითხებზე განმარტების მისაღებად;
-
განათლების სფეროში არსებული მიმდინარე კანონმდებლობის თაობაზე (ერთიანი ეროვნული გამოცდები, სამაგისტრო გამოცდები, მობილობა, შეფასების სისტემა, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვ.);
-
სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში;
-
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავების თაობაზე;
-
საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით (შესაბამისი განცხადების კანცელარიაში რეგისტრაციის შემთხვევაში) და სხვ.
იურიდიულ განყოფილებას შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე. იურიდიული განყოფილების უფროსი ეცდება უმოკლეს ვადაში გაგცეთ ამომწურავი პასუხი თქვენს კითხვებზე.
იურიდიული განყოფილების უფროსი ვლადიმერ სახელაშვილი
III სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511
ტელეფონი: 24 11 44 (104)
ელ-ფოსტა: v.sakhelashvili@ug.edu.ge

