მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
01.10.2009 | საერთაშორისო კონფერენცია ”მრავალენოვნება და უცხოური ენების სწავლების პრობლემები საქართველოში”-თბილისი 26-28 სექტემბერი

          26 - 28  სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, ენების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა  საერთაშორისო კონფერენცია   “მრავალენოვნება  და უცხოური ენების სწავლების  პრობლემები საქართველოში”.კონფერენცია  ეძღვნებოდა საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებული უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული, ესპანური) სწავლებისა და სწავლის საკითხებს.  კონფერენციაზე  ასევე განიხილა საქართველოში ამჟამად არსებული ენობრივი პოლიტიკა  და მისი განვითარების ტენდენციები. 
          კონფერენციაში მონაწილეობდნენ  საქართველოს და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევარები, მათ შორის  დოქტ. ოლივერ რაისნერი - ევროკომისიის ატაშე საქართველოში, პროფ.იოჰან დრუმბლი - ბოცენის თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი/ იტალია, პროფ.ვილჰელმ გრისჰაბერი - მიუნსტერის უნივერსიტეტის ენების ცენტრის ხელმძღვანელი, /გერმანია, კაი ეცოლდი - ევროკომისიის ეგიდით ბოლონიის პროცესის კოორდინატორი საქართველოში, გებჰარდ როილი გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ხემძღვანელი საქართველოში, კრისტიან პლატე, გერმანიის ელჩის პირველი მოადგილე საქართველოში.
        “კონფერენციის  მეთოდურად და მეცნიერულად დასაბუთებული შედეგები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უცხოური ენების სწავლისა და სწავლების საქმესა და მეორე უცხოური  ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღვიძებაში. ასევე ჩვენს ევროპულ პარტნიორ უნივერიტეტებსა და სხვა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და შემდგომში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და ზოგადად საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საქმეში. ” - აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორი პროფ. ნინო აბრალავა.

საორგანიზაციო კომიტეტი
პროფ. ნინო აბრალავა  (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე)
საქართველოს უნივერსიტეტი
პროფ. თინა ღუდუშაური - საქართველოს უნივერსიტეტი
პროფ. მანანა ქუთელია -  სამედიცინო უნივერსიტეტი
პროფ. მაია ჩხეიძე -  საქართველოს უნივერსიტეტი
პროფ. ვილჰელმ გრისჰაბერი - მიუნსტერის უნივერსიტეტი, გერმანია
 
_____________________________________
 მისამართი: კოსტავას ქ. 77ა, თბილისი, 0175, საქართველო
ტელ/ფაქსი: (995 32) 24 11 44 (175)   
ელ.ფოსტა: n.abralava@ug.edu.ge
 

                 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker