მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
03.09.2009 | კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის I საერთაშორისო კონფერენცია
კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის I
საერთაშორისო კონფერენცია
   
 
3 - 4   სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება I საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ძირითადი თემაა “კონფლოქტი და ტრანსფორმაცია:სახელმწიფო რიტორიკა,იდენტობის ძიება და მოქალაქეობა სამხრეთ კავკასიაში”.
    კონფერენციაში მონაწილეობენ  საქართველოს და   მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევარები, მათ შორის ჰარვარდის,ოქსფორდის,შანხაის და კლერმონტის უნივერსიტეტების,ასევე ბაქოს სლავური და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარები.
      კონფერციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი გიული ალასანია,საქართველოს უნივერსტეტის რექტორი პროფესორი  მანან სანაძე,კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის დირექტორი ,დოქტორანტი თამთა ხალვაში.
 
კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს კონფლიქტების გარშემო მომუშავე ქართველ და უცხოელ მკვლევარებს,რათა სამხრეთ კავკასიაში განვითარებული სოციო-პოლიტიკური მოვლენების ინტერდისციპლინარული ანალიზი მოახდინონ.ამ თვალსაზრისით,კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები,როგორებიცაა სახელმწიფო რიტორიკა, იდენტობის ძიება,კონფლიქტის გადაწყვეტის სტრატეგიები.გასულ წელს,რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი ომის გამო,მეტი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების გაანალიზებას.
      ” სამხრეთ კავკსიში მიმდინარე კონფლიქტები და ზოგადად,სოციო- პოლიტიკური სიტუაცია მეცნიერულად ნკლებად შესწავლილი და გაანალიზებულია.მთავარია,რომ ასეთ მეცნიერულ დისკუსიში,ქართველ მკვლევარებთან ერთად ჩაერთვებიან უცხოელი მეცნიერებიც,რომლებც სხვადასხვა წამყვან ინსტიტუტებს წარმოადგენენ.ეს პირველი საერთაშორისო კონფერენციაა,რომელიც კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის მიერ მოეწყობა.მსგავსი სახის კონფერენციები პერმანენტულ სახეს მიიღებს  და ცენტრი ხელს შეუწყობს კავკასიაში,მათ შორის საქართველოში მიმდინარე სოციო- პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მეცნიერული დისკუსიის გამართვას.” შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრის დირექტორი ,დოქტორანტი თამთა ხალვაში.     

  საქართველოს უნივერსიტეტში კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრი 2008 წალს დაარსდა.მისი მიზანია ინტერდისციპლინარული კვლევებისა და საერტაშორისო სამეცნიერო თანამსრომლობის ხელსეწყობა იმისატვის,რომ განავიტაროს საქართველოსა და ზოგადად,კავკასიისა და სავიზღვის რეგიონის შესახებ სოციალურ- კულტურული კვლევების წარმოება.დამათებითიინფორმაციის მისაღებად,გთხოვთ ეწვიოთ ცენტრის ვებ.გვერდს-  http://www.cbsr.ge/.
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker