26.10.2009 | საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაცია
21 ოქტომბერს,14 : 00 სთ-ზე , სასტუმრო „თბილისი – მერიოტში“ გაიმართა საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზენტაცია .
პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა კერძო უნივერსიტეტების ასოციაცია, რომლის მიზანიაცაა ინოვაციური და ეფექტიანი
კერძო უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. საქართველოს კერძო
უნივერსიტეტების ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს უნივერსიტეტი,
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო
უნივერსიტეტი ,ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტი.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის წესდებას.
დამფუძნებლება ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარე პროფესორი გიული ალასანია.


