მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
25.10.2009 | საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, არქეოლოგია–ხელოვნების ისტორიის ჯგუფის I კურსის სტუდენტები 24–25 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ორდღიან სასწავლო პრაქტიკაზე ვარძიაში.

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, არქეოლოგია–ხელოვნების ისტორიის ჯგუფის I კურსის სტუდენტები 24–25 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ორდღიან საწავლო პრაქტიკაზე ვარძიაში. პირველ დღეს სტუდენტებმა დაათვალიერეს: ბერთაყანა, (ყორღანების სამაროვნები და ნამოსახლარები), ხერთვისი და თმოგვის ციხე. 25 ოქტომბერს მთელი დღე დაუთმეს ვარძიას. ეს სტუდენტებისთვის პირველი შეხება იყო მომავალ სპეციალობასთან და მათზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. სტუდენტებს ვარძიაში ახლდნენ: პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. ვ. ლიჩელი, არქეოლოგი მ. კასრაძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ასისტენტი, მაგისტრანტი მ. წერეთელი. ორი დღის განმავლობაში სტუდენტებმა   ნახეს არა მხოლოდ საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, არამედ გაეცნენ არქეოლოგისა და ხელოვნებათმცოდნის მუშაობის სპეციფიკას, რაც მომავალ სპეციალობაში უკეთ გასარკვევად ძალზე მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის გასვლები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმას, სამომავლოდაცაა დაგეგმილი.

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker