2009 წლის 3 დეკემბერს, ხუთშაბათს 15.00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის 407-ე აუდიტორიაში ჩატარდება სემინარი თემაზე: ”ერთი ტიპის ცენტრსიმეტრიული მატრიცები საკუთრივ მნიშვნელობათა ამოცანებში” მომხსენებელი: ასოც. პროფ. ლიანა ყარალაშვილი.
სემინარზე განხილული იქნება ზოგადი სახის მესამე რიგის მატრიცები, რომლებიც ამავდროულად სიმეტრიულებიც არიან და ის თვისებაც აქვთ, რომ სტრიქონებში ელემენტების ჯამი ერთი და იგივე რიცხვია. ასეთი მატრიცების მახასიათებელი განტოლება აიგება ფაქტორიზებული სახით. ყველა საკუთრივი რიცხვი და საკუთრივი ვექტორი მოიცემა ცხადი სახით. გარდა ამისა, ამ ტიპის მატრიცებს ერთი და იგივე საკუთრივი ვექტორები აქვთ. აგებული იქნება გარდაქმნის მატრიცა და მისი შებრუნებული, რომელსაც დაჰყავს თავიდან მოცემული მატრიცა დიაგონალურ სახეზე და გვაძლევს საშუალებას, გამოვთვალოთ თავიდან მოცემული მატრიცის ნებისმიერი ხარისხი.

