მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
30.10.2009 | სემინარი-დისკუსია საქართველოს უნივერსიტეტში

2009 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სემინარი-დისკუსია თემაზე: “რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხები საქართველოში”. სემინარს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ბექა მინდიაშვილი.
სემინარს დაესწრნენ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების პირველი და მესამე კურსის სტუდენტები. მოწვეულმა ექსპერტმა, ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, სტუდენტებს გააცნო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის ისტორია სხვადასხვა ქვეყანაში, ყურადღება გაამახვილა ამ ურთიერთობათა ფორმებზე, სხვადასხვა რელიგიების სამართლებრივ მდგომარეობაზე ევროპის ქვეყნებში, საჯარო ლექციის დასასრულს კი, დაწვრილებით მიმოიხილა საქართველოში რელიგიის მდგომარეობა, როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე თანამედროვე ეტაპზე. მოხსენების დასრულების შემდეგ, მან უპასუხა სტუდენტების კითხვებს და გაიმართა დისკუსია. სტუდენტებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში თუ როგორ მიმდინარეობს რელიგიასთან, კერძოდ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები, თუ რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო შეთანხმება – კონკორდატი, რომელიც 2002 წლიდან მოქმედებს, როგორც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერობის განმსაზღვრელი მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი. სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ასევე, ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში გაჩაღებულმა კამპანიამ და დისკუსიამ საპატრიარქოს წინააღმდეგ გავრცელებული დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით. მოწვეულმა ექსპერტმა წარმოადგინა მისეული ანალიზი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია სტუდენტების მონაწილეობით.

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker