2009 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები სტუმრად იმყოფებოდნენ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში და შეხვდნენ ფონდის სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორს, ბატონ მალხაზ სალდაძეს და საერთაშორისო ორგანიზაცია “კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის” (International Crisis Group) წარმომადგენელს, ქალბატონ მედეა ტურაშვილს.
ბატონი მალხაზ სალდაძე სტუდენტებს ესაუბრა სამოქალაქო ღირებულებებზე და ტოლერანტობაზე, იმ მექანიზმებსა და საშუალებებზე, რომლითაც სამოქალაქო ცნობიერების დამკვიდრება არის შესაძლებელი.მან მიმოიხილა ღია საზოგადოების ინსტიტუტის მსოფლიო ქსელის დამფუძნებლის, ჯორჯ სოროსის, მოღვაწეობა, საქმიანობა და საქართველოში მისი სახელობის ფონდის ისტორია, ყურადღება გაამახვილა ფონდის მიმდინარე პროგრამებზე და სტუდენტებს ურჩია, აქტიურად ადევნონ თვალი ფონდის აქტივობებს და პროგრამებს, რადგან ფონდი იძლევა შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს და დააფინანსოს სტუდენტური ინიციატივები და პროექტები.
მეორე მომხსენებელმა, ქალბატონმა მედეა ტურაშვილმა, ისაუბრა საქართველოში კონფლიქტების შესახებ, მიმოიხილა კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი კონფლიქტების გადაჭრაში. დეტალურად განიხილა “კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის” მოღვაწეობა საქართველოში, სტუდენტებს წარმოუდგინა და საჩუქრად გადასცა ორგანიზაციის მიერ მომზადებული და გამოცემული ანალიტიკური ნაშრომები საქართველოში კონფლიქტების შესახებ.
წარმოდგენილმა მოხსენებებმა სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მთელი რიგი საკითხების გარშემო დასვევს შეკითხვები და გაიმართა დისკუსია.

