მთავარი
"ჩემი UG"
ვებმეილი
17.04.2010 | სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია “მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში”

კონფერენცია მიზნად ისახავს:

კონფერენციამ უნდა წარმოაჩინოს სტუდენტთა  შეხედულებები, ნოვაციური იდეები, ახლებური ხედვა ჟურნალისტიკის  განვითარებისა, მათი დამოკიდებულება მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიის ცალკეული საკითხებისადმი, რაც მათ საშუალებას მისცემს, გამოუმუშავდეთ   ანალიტიკური ანალიზისა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების უნარი;

  • კონფერენციის მონაწილეებისათვის  გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტს.
  • ნაშრომი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 8  და არაუმეტეს 15 გვერდისა,  საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე  Power Point-ში.
  • საკონფერენციო დოკუმენტაციის წარდგენის პირობები:
  • კონფერენციის მონაწილემ 2010 წლის 1 აპრილიდან  1 მაისამდე უნდა წარმოადგინოს ერთგვერდიანი თეზისის ელექტრონული ვერსია მოცემულ ელ-მისამართზე.

საკონფერენციო მოთხოვნები:

  • თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა – 1 მაისი
  • საკონფერენციო თემების წარმოდგენის ბოლო ვადა –20 მაისი
  • კონფერენცია  ჩატარდება 4 ივნისს -  12 სთ.
  • რუსთაველის დარბაზი (ოთახი 505), I კორპუსი, საქართველოს უნივერსიტეტი

საკონფერენციო ნაშრომის შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები:
კრიტერიუმების განმარტება:

  • ნაშრომის შინაარსობრივი მხარე და მოცულობა: ---- მომხსენებელს მოეთხოვება ვრცელი მსჯელობა არჩეული თემის გარშემო. ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს და უნდა გვაწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას,მსჯელობაუნდა  იყოს სრულყოფილად ჩამოყალიბებული.
  • ნაშრომის ორგანიზება და ლოგიკურად გაგება, პრობლემის წარმოჩენა: ---- მომხსენებლს მოეთხოვება მსჯელობის  თანმიმდევრულობის დაცვა, აბზაცების გამოყოფა და მოსაზრებათა ლოგიკური დაკავშირება ერთმანეთთან.          
  • დასაბუთება ( არგუმენტირება) და ციტირება:---- მომხსენებელს მოეთხოვება სათქმელის დასაბუთება და არგუმენტების შესაბამისი მასალით გამყარება, სქოლიოს გამოყენება.
  • ფაქტობრივი სიზუსტე, ზოგადი განათლება და წიგნიერება: ---- ნაშრომში  არ უნდა  იყოს დაშვებული ფაქტობრივი ხასიათის უზუსტობები, უნდა გამოვლინდეს მომხსენებლის ზოგადი განათლება და წიგნიერება.
  • დამოუკიდებელი აზროვნება, ორიგინალურობა: ---- ნაშრომში უნდა გამოვლინდეს მომხსენებლის დამოუკიდებელი აზროვნება, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, ორიგინალურობა.
  • ლექსიკა და სტილი: ---- მომხსენებელს მოეთხოვება აზრის ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდ გამოხატვა, აგრეთვე ისიც, რომ ნაწერი სტილისტურად გამართული იყოს.     


კონკურსის პირობები:

  1. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით.
  2. სამი საუკეთესო თემის ავტორი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინასწარი განაცხადის ფორმა. (გადმოაგზავნონ მითითებულ ელ-მისამართზე).

საბუთების მიღება წარმოებს ”საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში.

პროექტის ავტორი: საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სრული პროფესორი  მაია მაჭავარიანი.

საკონტაქტო პირი: თიკო კობაძე
მის.:   კოსტავას ქ. 77ა
ოთახი:  411,  I კორპუსი
E-mail: t_kobadze@yahoo.com
ტელ.: 24 11 44 (173);   877 55 66 56

 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker