საერთაშორისო სემინარი
„გლობალური ჯანმრთელობა“
სემინარი No 1 6 მაისი, 2010 წელი
„ამერიკის ჯანდაცვის რეფორმა – რა შეიძლება გაითვალისწინოს საქართველომ“
დღის წესრიგი
17:00 – 17:10 |
საერთაშორისო სემინარის „გლობალური ჯანმრთელობა“ შესახებ. |
17:10 – 17:55 |
ამერიკის ჯანდაცვის რეფორმა – რა შეიძლება გაითვალსიწინოს საქართველომ. |
17:55 – 18:40 |
დებატები |
18:40 – 18:50 |
სემინარის შეჯამება |
ს ე მ ი ნ ა რ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლამ დააფუძნა საერთაშორისო სემინარი „გლობალური ჯანმრთელობა“.
სემინარის მიზანი: გლობალური ჯანმრთელობისა და მასზე მოქმედი ფაქტორების, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გამოცდილების შესახებ ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა.
საქართველოს უნივერსიტეტის „გლობალური ჯანმრთელობის“ სემინარი ითვალისწინებს ქართველ მეცნიერთა, უცხოელ ექსპერტთა და პარტნიორთა მოსაზრებების განხილვას და მისი კარი ღიაა გლობალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.
სემინარის მუშაობას წარმართავს საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრები იქნებიან გლობალური ჯანმრთელობით დაინტერესებული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პერიოდულობა: სემინარები ჩატარდება წელიწადში ორჯერ (გაზაფხული, შემოდგომა). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე სხდომების მოწვევაც.
სემინარზე განხილული სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში “Caucasus Journal of Social Sciences”, ხოლო მისი ამსახველი მასალები (ვიდეოჩანაწერები, მომხსენებლების პრეზენტაციები და სხვ.) განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (www.ug.edu.ge).
იგივე მისამართზე შესაძლებელი იქნება სემინარის დებულების და მასზე განსახილველი საკითხებისადმი წაყენებული სპეციფიკური მოთხოვნების გაცნობა.
სემინარის საკოორდინაციო საბჭო ელის თქვენს შენიშვნებსა და წინადადებებს და
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
ელ. ფოსტა: t.lobjanidze@ug.edu.ge

