საქართველოს უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის სამეცნიერო თემატიკა სკოლების მიხედვით
საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და სამეცნიერო შრომები
საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი
2010-2011 წლის სამეცნიერო თემატიკა:
ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა
გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკის ფინანსური მდგრადობის პრობლემები;
ეკონომიკური კრიზისები და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები;
ეკონომიკური დისციპლინების სწავლების პრობლემა უმაღლეს სასწავლებლებში;
მცირე ბიზნესის მენეჯმენტის ეფექტიანობის ფაქტორები;
ბიზნესის განვითარების სტრატეგიების შემუშავება და მართვა;
ორგანიზაციული ცვლილებები და ორგანიზაციული ქცევა ქართულ რეალობაში;
ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემური მოდელების იმპლემენტაციის საკითხები;
რისკების მართვის მეთოდოლოგიური საკითხები;
საზოგადოებრივი ადმინისტრირების თანამედროვე პარადიგმები.
ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა პროფესიონალური კომპეტენციების კვლევა_ტესტირება;
ჯანმრთელობის დაცვის განათლების პროდუქტების მოთხოვნის შესწავლა საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე; დაზღვევის სეგმენტი 2009 წელს.
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
“ახალი მედიის” სოციალური ქსელის, როგორც მეცნიერების განვითარება საქართველოში.
საქართველოსათვის აქტუალური ეთნო-პოლიტიკური საკითხები;
საქართველოში პოლიტიკური მონაწილეობის სფერო;
საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებისა და დებულებების კვლევა;
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესწავლა;
საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
სამართლის სკოლა
საქართველოს, ევროპისა და საერთაშორისო სამართლის განვითარების თანამედროვე პრობლემები.
მათემატიკის და ინფორმატიკის სკოლა
დრეკადი და თხევადი ნაწილებისაგან შემდგარი გარემოს წრფივი იერარქიული მოდელები;
გლობალური და ლოკალური კომპიუტერული ქსელების რისკისა და უსაფრთხოების შეფასება, ანალიზი და ოპტიმიზაცია, რისკ-ფაქტორების მიხედვით აგებული სიტუაციური სცენარის ლოგიკურ-ალბათური მოდელირების საშუალებით.
ჰუმანიტარული სკოლა
ურბანული და სოციოკულტურული კვლევები;
აფხაზეთის და საქართველოს სხვა მხარეების ისტორიული ატლასების გამოსაცემად მომზადება;
საისტორიო დისციპლინებში სახელმძღვანელოების შექმნა და გამოსაცემად მომზადება;
“ქართლის ცხოვრების” აკადემიურ გამოცემაზე მუშაობა.
საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს 15 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით 2010 წელს მომზადდება, სამეცნიერო რედაქციას გაივლის და გამოიცემა შემდეგი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და სამეცნიერო შრომები:
- პოლიტიკის შესავალი I კურსელთათვის (რედ.კოლეგია გ. სორდია, კ. კაკაჩია)- სოციალურ მეცნიერებათა სკოლა;
- ეკონომიკისა და ბიზნესის შესავალი (თ. ხომერიკი, კ.აბულაძე, კ. თოფურია ლექციების კურსი.) - ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა;
- სახელმწიფო პასუხისმგებლობის ჯანდაცვის სისტემები (რ. ურუშაძე) - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა;
- „ქართლის ცხოვრების“ ენციკლოპედიური გამოცემა (მ. სანაძე, გ. არახამია, თ.ბერაძე) - ჰუმანიტარული სკოლა;
- აფხაზეთის ისტორიული ატლასი (თ.ბერაძე, კ.თოფურია, ბ.ხორავა. 50 რუკით და 60 გვერდიანი აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვით).
- შესავალი მსოფლიოს ისტორიაში;
- შესავალი საქართველოს ისტორიაში;
- საქართველოს ისტორიის ქრესტომათია;
- შესავალი არქეოლოგიაში;
- მათემატიკა ეკონომისტებისათვის III...
გაგრძელდება მუშაობა და გამოიცემა საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის 2010 წლის ნომერი
