მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

რექტორი და მისი მმართველობის სფერო

რექტორი - უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი და, წინამდებარე წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი ერთპიროვნული მმართველია; რექტორი ხელმძღვანელობს რა საუნივერსიტეტო წესდებით, ასევე მეურვეთა საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებებით, იღებს გადაწყვეტილებებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე; პასუხისმგებელია უნივერსიტეტის კომერციული, სამეურნეო და შემოქმედებითი საქმიანობის საბოლოო შედეგებზე და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მეურვეთა საბჭოს წინაშე.

იგი:
• პასუხისმგებელია უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
• წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის დროსაც ის მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუზღუდავია;
• გამოსცემს უნივერსიტეტის საქმიანობის გადამწყვეტ საორგანიზაციო(როგორც ადმინისტრაციული, ისე საგანმანათლებლო/სასწავლო სტრუქტურული ერთეულების შექმნის, გაუქმებისა და რეორგანიზაციის ჩათვლით) და განმკარგულებელი ხასიათის დოკუმენტებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
• დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, წყვეტს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;
• წარმომადგენლობითი (დიდი) საბჭოს წინადადებით, ადგენს სწავლის გადასახადის ოდენობას და გადახდის ფორმებს;
• გასცემს განათლების დამადასტურებელ მოწმობებს წინასწარ განსაზღვრული ფორმისა და წესის მიხედვით;
რექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს უნივერსიტეტის ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ის:
• უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების საერთო წესის შესაბამისად, ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
• აფორმებს ხელშეკრულებებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან, სტუდენტებთან;
• თანამდებობებზე ნიშნავს უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს;
• დასამტკიცებლად წარუდგენს მეურვეთა საბჭოს საუნივერსიტეტო წესდების, აგრეთვე მასში ცვლილებების და/ან დამატებების პროექტებს;
• ანაწილებს მოვალეობებს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
• თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი (დიდი) საბჭოს სხდომებს;
• განაგებს უნივერსიტეტის ფინანსებს;
• განკარგავს უნივერსიტეტის ქონებას.

უნივერსიტეტის რექტორი მეურვეთა საბჭოს მიერ აირჩევა 5 წლით, ხელახალი არჩევის უფლებით. რექტორი ნიშნავს და მასზე დაკისრებული მოვალეობების ნაწილობრივ ან მთლიანად შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის ნებისმიერ თანამშრომელს.

რექტორის უფლებამოსილების დელეგირება.

რექტორი უფლებამოსილია მისი არყოფნის ან/და სხვა შემთხვევაში მისი შეხედულებისამებრ, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭოს ერთ-ერთ პრორექტორს. პრორექტორს გააჩნია იგივე უფლებები, რაც ამ წესდებით მიკუთვნებული აქვს რექტორს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აკადემიურ, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლებისა.

 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker