საქართველოს უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში შესაძლებელია ქართულ და უცხო ენაზე სასწავლო მიზნებისათვის გამიზნული სახელმძღვანელოები შეძენა. მაღაზიას ურთიერთობა აქვს დამყარებული სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ გამომცემლობასთან. მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული Pearson-ის გამომცემლობასთან, www.pearson.co.uk საიდანაც მაღაზია მარაგდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სასწავლო კურსისათვის საჭირო უახლესი ლიტერატურით.
სხვადასხვა უცხოური ინტერნეტ-სერვისებიდან, როგორიცაა www.amazon.com და სხვა, წიგნების გამოსაწერად მსურველებმა შეიძლება გამოიყენონ ჩვენი დახმარება.
ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა წიგნების მაღაზიებთან, ვაწოდებთ რა მათ საქართველოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს, ხოლო მათგან მიღებული სხვადასხვა მასალით ვამარაგებთ მაღაზიას.

