სოციალური პროგრამები
საქართველოს უნივერსიტეტში „UG ფონდი“ ანხორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას:
- სწავლის საფასურის გადავადება;
- შეღავათები სწავლის საფასურის გადახდაზე (სწავლის საფასურის შემცირება);
- სწავლის პერიოდში უნივერსიტეტში დასაქმება;
- კვებით უზრუნველყოფა;
- სხვა პროგრამები.
როგორ ჩავერთოთ სოციალურ პროგრამაში?
სტუდენტის აპლიკაციას სწავლის საფასურის გადავადებასთან ან შეღავათთან დაკავშირებით "UG ფონდის" სოციალურ საკითხთა კომისია იხილავს.
სტუდენტმა უნდა მიმართოს "UG ფონდის" სოციალურ საკითხთა კომისიას და წარადგინოს აპლიკაცია. კომისია უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ამიტომ აპლიკანტი სტუდენტი უნდა იყოს "UG ფონდის" წევრი.
არის განსაზღვრული ვადები აპლიკაციის წარსადგენად?
აპლიკაციის წარსადგენად არის მკაცრად განსაზღვრული ვადები, რომელიც ემთხვევა კომისიის მუშაობის პერიოდს:
- 1-25 მაისამდე
- 20 ივნისი- 5 ივლისი -ზაფხულის სემესტრის სტუდენტებისათვის
- 25 აგვისტო–10 სექტემბერი
როდის არ უწევს კომისია სტუდენს სოციალურ შეღავათს?
სწავლის პირველ სემესტრში კომისია სტუდენტს არ უწევს შეღავათს, მაგრამ სწავლის საფასურის გადავადება შესაძლებელია.
როდის ეცნობება აპლიკანტს პასუხი?
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აპლიკანტს ეცნობება პასუხი.
რამდენმა სტუდენტმა ისარგებლა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური პროგრამით?
გთხოვთ, იხილოთ სტატისტიკური მაჩვენებლი.
სტუდენტების სწავლის საფასურზე გაწეული შეღავათი
| წელი | სტუდენტების რაოდენობა | გაწეული შეღავათი (ლარებში) |
| 2012–2013 წელი | 79 | 53.113 |
| 2011–2012 წელი | 81 | 90.370 |
| 2010–2011 წელი | 102 | 161.592 |
| 2009–2010 წელი | 82 | 140.260 |
| ჯამი | 344 | 445.335 |

