მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრი

მიზანი
 
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის მიზანია ისეთი პროგრამებისა და აქტივობების შემოთავაზება-უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია სტუდენტთა პროფესიულ, სოციალურ და ინდივიდუალური განვითარებისათვის.
 
სტუდენტური კლუბების ჩამოყალიბება - სუ-ს სტუდენტთა სურვილით და აქტიურობით, ცენტრი დაეხმარება სტუდენტებს ჩამოაყალიბონ სტუდენტური კლუბები სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, რომელთა მიზანიც იქნება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება საკუთარი ინტერესების მიხედვით.
 
ცენტრი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობასთან.
სტაჟირება - სტუდენტური ცენტრი მიზნად ისახავს მოიძიოს სხვადასხვა დაწესებულებებში სტაჟირების ვაკანტური ადგილები, სადაც სუ-ს სტუდენტები გაივლიან სტაჟირებებს საკუთარი ინტერესის სფეროების გათვალისწინებით.
 
მისია
 
უნივერსიტეტში სწავლა არის დიდი განათლების და გამოცდილების მიღება, რომელიც სტუდენტებში უზრუნველყოფს პროფესიონალური და პერსონალური უნარების გამომუშავებას.  
 
ჩვენი მომსახურება სუ-ს სტუდენტებს აკადემიური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სულიერი, კულტურული, ეთიკური და სოციალური განვითარებით აყალიბებს მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოებად,
 
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა კლუბებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებში, სტუდენტურ თვითმმართველობაში, სტაჟირებებში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც უზრუნველყოფს მეგობრობის, ლიდერობის და პიროვნების განვითარებას.
 
სტუდენტურ საქმეთა ცენტრი ასევე მზად არის დახმარება გაუწიოს და პასუხი გასცეს ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს რაიმე შეკითხვა საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker