მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
 
კანცელარია
 
კანცელარიის საქმიანობის სფეროა ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, უნივერსიტეტში საქმისწარმოების ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია. კანცელარიას ხელმძღვანელობს  კანცელარიის უფროსი.
კანცელარიაში თავს იყრის ყველა სახის საუნივერსიტეტო დოკუმენტაცია: საუნივერსიტეტო წერილები, რექტორის ბრძანებები, სტუდენტთა თუ ლექტორთა განცხადებები, წინადადებები, ცნობები და ა. შ.
 
კანცელარიის ძირითადი ფუნქციებია:
  • უნივერსიტეტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
  • კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, დამუშავება, დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნა;
  • შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისათვის მისი წარდგენა და კონტროლი;
  • სტუდენტების, მშობლების მიღება, შემოსულ წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზება;
  • ინფორმაციის გაცემა, კანცელარიაში შემოსული დოკუმენტების შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე;
  • უნივერსიტეტის არქივის მუშაობის ორგანიზება.
კანცელარია ღიაა 10–დან 19 საათამდე და დღის განმავლობაში ათობით სტუდენტს, მშობლებს თუ რიგით მოქალაქეს ეხმარება, სწორად მიმართონ უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურს და დროულად გადაჭრან  ესა თუ ის საკითხი.
 
კანცელარიის  უფროსი მარიამ ჯანჯარია
ელ. ფოსტა: m.janjaria@ug.edu.ge
ტელ: 24 11 44 (140)
III სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511,
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker