ბრძანება № 203/10
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
საუნივერსიტეტო წესდებით რექტორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (საუნივერსიტეტო წესდების თავი II, პუნქტი 3.1.1.), ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლების, საუნივერსიტეტო წესდების თავი III, პუნქტი 2.7 შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს უნივერსიტეტის შემდეგ სკოლებში:
- ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- მენეჯმენტი (1 ვაკანსია);
- დაზღვევა, რისკის მენეჯმენტი (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ფინანსები, ბუღალტერია (1 ვაკანსია);
- ფინანსები, საბანკო საქმე (1 ვაკანსია).
- ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი, ქსელური ვიზუალური დაპროგრამების (Visual Studio.NET) შესავალი, გეოინფორმაციული სისტემები, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები, Visual Basic for Application (VBA) (1 ვაკანსია);
- WEB-ტექნოლოგიების საფუძვლები (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- კომპიუტერის არქიტექტურა, საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი, ოპერაციული სისტემები (1 ვაკანსია);
- კომპიუტერული გრაფიკული სისტემები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი (1 ვაკანსია);
- მათემატიკა ეკონომისტებისათვის, წრფივი ალგებრა, ბიზნესის სტატისტიკა (1 ვაკანსია).
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის ფიზიკის დეპარტამენტი (ფაკულტეტი)
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ზოგადი ფიზიკა (1 ვაკანსია);
- თეორიული ფიზიკა (2 ვაკანსია);
- გამოყენებითი ელექტროდინამიკა (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- თეორიული ფიზიკა (1 ვაკანსია);
- ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით:
- კვანტური ფიზიკა (1 ვაკანსია).
- სამართლის სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- სისხლის სამართალი (1 ვაკანსია);
- სამოქალაქო სამართალი (1 ვაკანსია);
- საჯარო სამართალი (1 ვაკანსია).
- სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით:
- პოლიტიკური სოციოლოგია (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა (1 ვაკანსია);
- ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა (1 ვაკანსია);
- კონფლიქტების ანალიზი (1 ვაკანსია);
- მედია და პოლიტიკა (1 ვაკანსია);
- ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით:
- ჟურნალისტური ოსტატობა (1 ვაკანსია);
- პოლიტკური იდეოლოგიები (1 ვაკანსია).
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ჯანდაცვის მენეჯმენტი (1 ვაკანსია);
- გლობალური ჯანმრთელობა და პოლიტიკა (1 ვაკანსია);
- ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა (1 ვაკანსია);
- თეორიული მედიცინის საფუძვლები (1 ვაკანსია);
- ეპიდემიოლოგია (არაინფექციური დაავადებები) (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ბიოეთიკა, სამედიცინო სამართალისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი (1 ვაკანსია);
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა (1 ვაკანსია);
- ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგი და დაზღვევა (1 ვაკანსია);
- საექთნო საქმე, ჯანმრთელობის შეფასება (1 ვაკანსია);
- ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ჯანმრთელობის სერვისები (1 ვაკანსია);
- საექთნო საქმე, პრაქტიკული/კლინიკური მოდული (1 ვაკანსია).
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- კულტურული ანთროპოლოგა (1 ვაკანსია);
- ინგლისური აკადემიური წერა (1 ვაკანსია);
- ისტორია (2 ვაკანსია);
- ინგლისური ენა (2 ვაკანსია);
- გერმანული ენა (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ისტორია (2 ვაკანსია);
- ხელოვნების ისტორია (1 ვაკანსია);
- ეპოქა და რელიგია (1 ვაკანსია);
- ინგლისური ენა (3 ვაკანსია);
- იტალიური ენა (1 ვაკანსია);
- ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
- ინგლისური ენა (1 ვაკანსია);
- გერმანული ენა (1 ვაკანსია).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ფოტოსურათი (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამოტივაციო წერილი;
- საგნის სილაბუსი;
- ლექციის გეგმა;
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში გაცემული დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. თარგმანი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- წარმოსადგენია საბუთების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტორნული ვერსიები.
- არასრული დოკუმენტები არ მიიღება!
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა, სილაბუსისა და ლექციის გეგმის შედგენის ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.ug.edu.ge
მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები:
- ძირითადი კრიტერიუმები
- აკადემიური ხარისხი (სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან უნივერსიტეტის დოქტორანტი);
- სამეცნიერო/პედაგოგიური საქმიანობა(6 წელი სრული პროფესორისათვის, 3 წელი ასისტენტ-პროფესორისათვის);
- პუბლიკაციები;
- უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას);
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა.
- დამატებითი კრიტერიუმები
- სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები ;
- პროფესიული განვითარება;
- სილაბუსი საგანში, რომლის წასაკითხადაც კანდიდატს აქვს წარდგენილი განაცხადი;
- სამეცნიერო ასოციაციების წევრობა.
- საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება: 2010 წლის 13–დან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 1000 საათიდან 1900 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77ა, III კორპუსი, ოთახი №511. საკონტაქტო პირი: მარიამ ჯანჯარია, ტელ.: (995 32) 24 11 44 (140); ელ. ფოსტა: m.janjaria@ug.edu.ge
- კონკურსი ჩატარდება 2011 წლის 28 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვილთ.
- საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე – 2011 წლის 3 თებერვალი.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2011 წლის 4 თებერვალს.
- ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ”24 საათი” და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, www.ug.edu.ge და www.edu.guide.ge–ზე.
- ბრძანება ძალაშია ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე.
უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
მ. სანაძე

