მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური
თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:

    • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
      • პოლიტიკის მეცნიერებები (1 ვაკანსია)
    • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
      • ისტორია (2 ვაკანსია)
      • აკადემიური წერა (2 ვაკანსია)
    • მათემატიკის, ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლა
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
      • მათემატიკა (1 ვაკანსია)
    • სამართლის სკოლა
    • სრული პროფესორის აკადემიური  თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
      • სამოქალაქო სამართალი (1 ვაკანსია)
      • საჯარო სამართალი (1 ვაკანსია)
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური  თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
      • სამოქალაქო სამართალი (4 ვაკანსია)
      • საჯარო სამართალი (2 ვაკანსია)

 

  • წარმოსადგენ დოკუმენტაციად დადგინდეს:
  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე ენებზე;
  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფაილი);
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში გაცემული (ან არაქართულენოვანი) დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად);
  • ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • საგნის სილაბუსი (იხილეთ დართული ფაილი);
  • ლექციის გეგმა(იხილეთ დართული ფაილი);
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
  • წარმოდგენილ იქნეს საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.
  • წარმატებული კანდიდატების გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:
    • ძირითადი კრიტერიუმებია:
  • აკადემიური ხარისხი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • სამეცნიერო/პედაგოგიური საქმიანობა (6 წელი სრული პროფესორისათვის, 3 წელი ასოცირებული პროფესორისათვის);
  • სამეცნიერო პუბლიკაციები;
  • სილაბუსი საგანში, რომლის წასაკითხადაც კანდიდატს აქვს წარდგენილი განაცხადი;
  • უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა.
    • დამატებითი კრიტერიუმებია:
  • სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო/პროფესიული ასოციაციების წევრობა.
    • საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება.
  • საბუთების მიღება:
  • საკონკურსო დოკუმენტაციის მიიღება 2012 წლის 13 თებერვილდან 27 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 1000 საათიდან 1800 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ.№77ა, III კორპუსი, ოთახი №511.
  •  
  • კონკურსის შედეგები:
  • კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 28-29-30 მარტს.
  • კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობობა დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  • საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე-2012 წლის 26 მარტი.
  • კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2012 წლის 28 მარტს.
  • საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, www.ug.edu.ge და www.jobs.ge–ზე.
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker