საქართველოს უნივერსიტეტი
UNIVERSITY OF GEORGIA
16/02/2012 ქ. თბილისი
ბრძანება № 35/12
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
საუნივერსიტეტო წესდებით რექტორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (საუნივერსიტეტო წესდების თავი III, მუხლი 10,) “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 33-35-ე მუხლების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს უნივერსიტეტის შემდეგ სკოლებში:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
- სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებით:
- ანატომია (1 ვაკანსია)
- წარმოსადგენ დოკუმენტაციად დადგინდეს:
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე ენებზე;
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფაილი);
- ფოტოსურათი (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
- ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუსი (იხილეთ დართული ფაილი);
- ლექციის გეგმა (იხილეთ დართული ფაილი);
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
- წარმოდგენილ იქნეს საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.
- წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:
- ძირითადი კრიტერიუმებია:
- აკადემიური ხარისხი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
- სამეცნიერო/პედაგოგიური საქმიანობა (6 წელი სრული პროფესორისათვის)
- სამეცნიერო პუბლიკაციები
- სილაბუსი საგანში, რომლის წასაკითხადაც კანდიდატს აქვს წარდგენილი განაცხადი;
- უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას);
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა.
- დამატებითი კრიტერიუმებია:
- სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში მონაწილეობა;
- სამეცნიერო/პროფესიული ასოციაციების წევრობა.
- საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება.
- საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს 2012 წლის 17 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 1000 საათიდან 1800 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77ა, III კორპუსი, ოთახი №511.
- კონკურსი ჩატარდეს 2012 წლის 26 მარტს.
- კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობოს დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2012 წლის 27 მარტი.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2012 წლის 28 მარტს.
- საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, www.ug.edu.ge და www.jobs.ge–ზე.
რექტორი, პროფესორი
მანანა სანაძე

