საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:
1.1 ჯანმდრთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა საექთნო საქმისა და თერაპიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
1.3 სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით (1 ვაკანსია);
1.4 საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კვანტური ფიზიკის მიმართულებით (1 ვაკანსია);
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ელემენტარული ნაწილაკების მიმართულებით (2 ვაკანსია);
1.5 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ელინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე (იხილეთ დართული ფაილები);
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფაილი);
- ფოტოსურათი (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
- ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუსი (იხილეთ დართული ფაილი);
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები, და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების დედნები ან ასლები).
- წარმოსადგენია საბუთების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიები.
- ნაკლული დოკუმენტები არ მიიღება!
კრიტერიუმები:
ძირითადი კრიტერიუმებია:
- აკადემიური ხარისხი. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ასისტენტ‐პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას ასევე დოქტორანტი;
- სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა. სრულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს ‐ არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- სამეცნიერო ნაშრომი ბოლო 10 წლის განმავლობაში.
დამატებითი კრიტერიუმებია:
- სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
- სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ‐ ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები ‐ ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- უცხოური ენის ცოდნა, სადაც უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას;
* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება.
საბუთების მიღება:
საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 25-დან 30 ივნისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77ა, III კორპუსი, ოთახი №511.
კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 2 ივლისს.
საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2012 წლის 3 ივლისი.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის 4 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: m.janjaria@ug.edu.ge, +(995 32) 2 24 11 44 (140).

