მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  შემდეგ სკოლებში:

  • სამართლის სკოლა
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური  თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით:
  •      საჯარო სამართალი (1 ვაკანსია);
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური  თანამდებობა შემდეგი მიმართულებით:
  •      სპარსული ენა  (1 ვაკანსია);



წარმოსადგენი  დოკუმენტაცია

  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე დართული ფაილები);
  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფაილი);
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში გაცემული (ან არაქართულენოვანი) დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. თარგმანი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  • ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • საგნის სილაბუსი (იხილეთ დართული ფაილი);
  • ლექციის გეგმა (იხილეთ დართული ფაილი);
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების დედნები ან ასლები);
  • წარმოსადგენია საბუთების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიები.
  • ნაკლული დოკუმენტები არ მიიღება!

კრიტერიუმები:
ძირითადი კრიტერიუმები

    • აკადემიური ხარისხი (სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი);
    • სამეცნიერო/პედაგოგიური საქმიანობა (6 წელი სრული პროფესორისათვის, 3 წელი ასოცირებული პროფესორისათვის);
    • სამეცნიერო პუბლიკაციები;
    • უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას);
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა.

დამატებითი კრიტერიუმები

    • სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
    • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები ;
    • პროფესიული განვითარება;
    • სილაბუსი საგანში, რომლის წასაკითხადაც კანდიდატს აქვს წარდგენილი განაცხადი;
    • სამეცნიერო/პროფესიული ასოციაციების წევრობა.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატი ვალდებულია ჩაატაროს საჯარო ლექცია.

საბუთების მიღება:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიიღება 2011 წლის 20 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 1000  საათიდან 1800 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77ა, III კორპუსი, ოთახი №511.

კონკურსის შედეგები:

კონკურსი ჩატარდება 2011 წლის 5 და 6 დეკემბერს.
საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2011 წლის 7 დეკემბერი.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2011 წლის 8 დეკემბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: m.janjaria@ug.edu.ge, +(995 32) 2 24 11 44 (140).

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker