სტუდენტს შესაძლებლობა აქვს იქირაოს წიგნი ერთი სემესტრის ვადით. წიგნის გაქირავება ხდება ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი პირობებით:
- დამქირავებელი(სტუდენტი) იხდის წიგნის საფასურის ნახევარს და იყენებს მას ერთი სემესტრის განმავლობაში;
- ფინალური გამოცდების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში სტუდენტი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი.
- დაბრუნებული წიგნი უნდა იყოს კარგად შენახული და არ უნდა აღენიშნებოდეს შესამჩნევი დეფექტები, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია სრულად დაფაროს წიგნის ღირებულება.
- წიგნის დაბრუნების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტა.
- წიგნის არდაბრუნების შემთხვევაში სტუდენტს დაეკისრება ჯარიმა, და შეექმნება დაბრკოლებები საგნებზე რეგისტრაციის ან საბუთების გატანის დროს(დაწვრილებით იხილეთ ხელშეკრულება სრულად)
შენიშვნა: ქირავნობის ხელშეკრულება იდება მხოლოდ ინგლისურენოვან სახელმძღვანელოებზე

