საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ კომპანიაში სტაჟიორის პოზიციაზე.
სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ ტურიზმის ინდუსტრია სხვადასხვა მიმართულებით. სტაჟირების პერიოდში შეისწავლით შემდეგ თემებს:
· ტურების შედგენა;
· სასტუმროების დაჯავშნის და შესყიდვის პროცესი;
· სხვადასხვა ბაზებთან მუშაობა;
· კლიენტებისათვის სრულყოფილი მომსახურეობის გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B1 დონე);
· განათლება ტურიზმის განხრით.
სამუშო ტიპი - სრული განაკვეთი; ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - პრაქტიკა.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალურიკონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).