ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

Fashion Business With New Technologies - სასერტიფიკატო კურსი

სასერთიფიკატო კურსები

მოდის ბიზნესი ახალი ტექნოლოგიებით - სასერტიფიკატო კურსი მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ცოდნა მოდის ინდუსტრიის სფეროში, ამ მიმართულებით გაეცნოთ ახალ ტექნოლოგიებს, შეიძინოთ ამ სფეროს მართვისა და მარკეტინგისათვის აუცილებელი უნარები. კურსის მიზანია მოდის სახლებისათვის, მოდური ჟურნალებისათვის, ვაჭრობისა თუ წარმოების სექტორისათვის მოამზადოს პროფესიონალი Fashion-მენეჯერები და Fashion-მარკეტინგის სპეციალისტები.

 

კურსი შედგება რამდენიმე ქვეკურსისაგან და მათ გაუძღვებიან შემდეგი ლექტორები:

  • მოდის ისტორია - ქეთი შავგულიძე
  • ბრენდი და ბრენდის სტრატეგიული  მართვა - შოთა ჩინჩალაძე 
  • მოდის თანამედროვე ტენდეციები - გიორგი შაღაშვილი 
  • მოდის  ღონისძიებათა მართვა -  მაკა ყუბუსიძე 
  • მოდის  ბლოგი და სტილი - ანანო დოლაბერიძე 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები  - ელდარ პირმისაშვილი 
  • მოდის ბიზნესი - გიორგი მიქაია 
  • მოდა ახალი ტექნოლოგიებით - მიშო ბერიანიძე 
  • მოდის  მარკეტინგი და მენეჯმენტი - ნინო იოსელიანი 

 

კურსის უპირატესობები:

  • მეცადინეობებს გაუძღვებიან პროფესიონალი ლექტორები 
  • კურსის მონაწილეებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ  ცნობილი დიზაინერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები
  • კურსის მონაწილეებისათვის მოეწყობა სპეციალური ვიზიტები ქართული მოდის სახლებში 
  • კურსის მონაწილეები ჩაერთვებიან Tbilisi Fashion Week-ის ღონისძიებებში და დაესწრებიან TFW-ის ფარგლებში ჩატარებულ მასტერკლასებს
  • კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან მოდურ ჟურნალში და ჩართულები იქნებიან სხვადასხვა Fashion-პროექტების განხორციელებაში
  • კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტის სერტიფიკატს 

 

კურსი საინტერესო იქნება:

  • დამწყები  და მოქმედი დიზაინერებისთვის
  • ბრენდული მაღაზიების მენეჯერებისათვის
  • მოდის სახლების მენეჯერებისათვის
  • მოდელებისა და სტილისტებისათვის
  • მოდის მენეჯმენტის სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისათვის

 

კურსის დაწყების თარიღი: 8 აპრილი 

კურსის ხანგრძლივობა: 14 კვირა. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ.

სწავლის საფასური: 1750 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა). სტუდენტები,  ასევე ბრენდული მაღაზიების და მოდის სახლების ორი ან მეტი წარმომადგენელი, მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას.

 

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ მისამართზე  training_bas@ug.edu.ge და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება  გასაუბრება.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 აპრილი ! 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 595 13 00 99

e-mail: training_bas@ug.edu.ge

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი