საქართველოს უნივერსიტეტში მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ
სასერთიფიკატო კურსები
საქართველოს უნივერსიტეტში მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ.
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდაკრიტიკულ წერასა და აზროვნებაში და ინგლისურ ენაში(თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება ინგლისური ენის ცოდნა).
კრიტიკულ წერასა და აზროვნებაში წერითი გამოცდა ჩატარდება 26 სექტემბერს, 10:00 საათზე 407 აუდიტორიაში.
გამოცდების შედეგების მიხედვით გამოვლინდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან ,ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.
მიმართულებები: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, მასწავლებელთა ერთწლიან პროგრამაზე მასწავლებელთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი, V სართული, სასწავლო ოფისი.
უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.
აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 19– 23 სექტემბერი.