საქართველოს უნივერსიტეტში მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ.
- მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
- ჩააბაროს უნივერსიტეტისმიერ განსაზღვრული შიდა გამოცდაკრიტიკულ წერასა და აზროვნებაში და ინგლისურ ენაში(თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება ინგლისური ენის ცოდნა).
- გამოცდების შედეგების მიხედვით გამოვლინდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან ,ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.
- მიმართულებები: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები..
- მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, მასწავლებელთა ერთწლიან პროგრამაზე მასწავლებელთაჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 1 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 13:00 საათიდან 20:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი, სასწავლო ოფისი.
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად მასწავლებელი ვალდებულია წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლიდა ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- ცნობა კომპეტენციის დადასტურების ზღვარის გადალახვის შესახებ; (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).
- პირადობისდამადასტურებელიდოკუმენტისასლი (ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი);
- ბაკალავრისდიპლომის ნოტარიალურადდამოწმებულიასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- 1 ფოტოსურათი (3X4) და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
- შეავსონ სააპლიკაციო ფორმაუნივერსიტეტში;
- სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე ჩაწერილი).
- უნივერსიტეტისმიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 21 სექტემბერს, 10:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსში. აკადემიური რეგისტრაციისვადადგანისაზღვროს 2023 წლის 25– 29 სექტემბერი.
გისურვებთ წარმატებებს !