ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

უხშირესი სამედიცინო შეცდომები და მისი კავშირი მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოებასთან

სასერთიფიკატო კურსები

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე: უხშირესი სამედიცინო შეცდომები და მისი კავშირი მედიკამენტური
მკურნალობის უსაფრთხოებასთან

კურსი განკუთვნილია ექიმებისა და კლინიკური მენეჯერებისთვის, ფარმაცევტებისთვის,  ექთნებისთვის, ასევე, შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლო პროგრამების დამამთვარებელი კურსის სტუდენტებისთვის.

განსახილველი  თემები:

  • უხშირესი სამედიცინო შეცდომები და მისი კავშირი მედიკამენტური მკურნალობის  უსაფრთხოებასთან;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და COX- ინჰიბიტორების გამოყენების რისკები და სარგებელი;
  • მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ასოცირებული დერმატოლოგიური, ჰემატოლოგიური და კარდიოვასკულური გვერდითი რეაქციები - მათი პრევენცია;
  • ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირებული გვერდითი რეაქციები და მათი პრევენცია;
  • მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების საკითხები  სპეციალურ პოპულაციაში: ორსულებში, პედიატრიულ და გერიატრიულ პაციენტებში. უსაფრთხოება, სიფრთხილის ზომები,  რისკის და სარგებლის შეფასება, ჩვენებები და წინააღმდეგჩვენებები;
  • მედიკამენტურ მკურნალობასთან ასოცირებული ღვიძლისმიერი და თირკმლისმიერი გვერდითი რეაქციები, მათი პრევენცია;
  • ფარმაკოზედამხედველობა. ზოგადი მიმოხილვა, კონცეფცია, მიზანი. ფარმაკოზედამხედველობის განვითარების პრობლემები და ბარიერები საქართველოში;
  • ფარმაკოზედამხედველობის ძირითადი ტერმინები. სისტემები. განსაზღვრებები;
  • ჯანმოს მიდგომა:  საერთაშორისო კოლაბორაცია-UPPSALA-ს მონიტორინგის ცენტრი. ევროკავშირის ფარმაკოზედამხედველობის კანონმდებლობა. კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკა.

 

სწავლების მეთოდები:

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სალექციო-პრაქტიკული, აგრეთვე  ჯგუფური დისკუსიები. ქეისების განხილვა, სიტუაციურ ამოცანები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა,  წერითი გამოკითხვა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები:

  • გაეცნობიან ჯანმოს და წამყვანი საერთაშორისო კლინიკების კვლევების მონაცემებს უხშირესი სამედიცინო შეცდომების შესახებ მედიკამენტური მკურნალობის პროცესში.
  • მედიკამენტური მკურნალობისას გამოვლენილი  შესაძლო გვერდითი რეაქციების პრევენციის მეთოდებს.
  • მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ასოცირებულ დერმატოლოგიურ, ჰემატოლოგიურ და კარდიოვასკულური გვერდით რეაქციებსა და მათი პრევენციის გზებს
  • ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირებულ გვერდით რეაქციებსა და მათი პრევენციიის გზებს
  • მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების საკითხებს  სპეციალურ პოპულაციაში: ორსულებში, პედიატრიულ და გერიატრიულ პაციენტებში.  სიფრთხილის ზომების,  რისკის და სარგებლის შეფასებას
  • მედიკამენტურ მკურნალობასთან ასოცირებული ღვიძლისმიერი და თირკმლისმიერი გვერდითი რეაქციებს და მათი პრევენციის შესაძლებლობებს
  • საფუძვლიანად გაეცნობიან ჯანმოს მიდგომას  საერთაშორისო კოლაბორაცია-UPPSALA-ს მონიტორინგის ცენტრის, ევროკავშირის ფარმაკოზედამხედველობის კანონმდებლობის, კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკის შესახებ.
  • გაეცნობიან ფარმაკოზედამხედველობის საერთაშორისო მოთხოვნებს  და  ჰარმონიზაციის ასპექტებს საქართველოს რეალურ ვითარებასთან მიმართებით.
  • ქეისების განხილვით დაეუფლებიან რისკის მართვისა და მინიმიზაციის ღონისძიებების, ინსტრუმენტების, ეფექტურობის ინდიკატორების შერჩევის პრაქტიკულ აასპექტებს

კურსი მოიცავს 20  საკონტაქტო საათს.  სამუშაო დღეები - შაბათი-კვირა  09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები და აქვთ საშუალება ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით. 

კურსი დაიწყება 2019 წლის 6 ივლისს და დასრულდება 7 ივლისს.  
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2019 წლის 4 ივლისის 18.00 სთ-მდე. 

კურსის ღირებულებაა 280  ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ https://ug.edu.ge/ge/jan-treningebi

 

საკონტაქტო პირი:
ელზა ნიკოლეიშვილი e.nikoleishvili@ug.edu.ge
მობ.: (+995) 591 00 60 37

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი