გვანცა ხოდელი - მოწვეული ლექტორი. 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
სწავლის პარალელურად, იღებდა კლინიკურ გამოცდილებას; 2013-2015 წლებში - წმ. მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილური კლინიკის ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებში, 2016 წელს კი რეფერალური კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში ექიმის დამხმარედ. შემდგომში ასევე მუშაობდა უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრსა და კლინიკა „ნევროლოგში“ ნევროლოგის ასისტენტად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყო მუშაობა წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკის ნევროლოგიის განყოფილებაში უმცროს ექიმად.
სწავლის დასრულებისთანავე დაიწყო სალექტორო საქმიანობა: 2017 წლიდან დღემდე ასწავლის დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,„ნიუ ვიჟენისა“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტებში. კითხულობს ბიოქიმიის, ნეიროანატომიის, მიკრობიოლოგიის, იმუნოლოგიისა და პათოლოგიის ლექციებს.
გავლილი აქვს პრობლემებზე და ქეისებზე დაფუძნებულ სწავლებათა (PBL, CBL) ტრეინინგები. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს