„თამარ ლოლიშვილი არის ინგლისური ენის მასწავლებელი, თორმეტწლიანი გამოცდილებით. მუშაობს კრიტიკული აზროვნების მასწავლებლად, ტრენერად ამერიკულ საბჭოებში და საერთაშორისო პროექტის მენეჯერად გიმნაზიაში აია-ჯესში. თამარი სპეციალიზირებულია სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდების დანერგვაში და პასუხისმგებელია სხვა პედაგოგების განათლებაზე პროგრესული სტრატეგიების გამოყენებით. ის ხშირად გეგმავს საერთაშორისო გაცვლით ბანაკებს და ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავის სტუდენტებთან ერთად. არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ერთად დანერგვით მოსწავლე ავლენს თავის მაქსიმალურ პოტენციალს, სწორედ ეს მიდგომაა მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე, განურჩევლად ასაკისა, წარმომავლობისა თუ ინტერესებისა. თამარი ძლიერი ძალაა სამუშაო ადგილზე და იყენებს თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას და დაუღალავ ენერგიას, რათა წაახალისოს სხვები, იშრომონ და მიაღწიონ წარმატებას. თამარის შთაგონება ქმარი და მათი ორი ქალიშვილია, თავისუფალ დროს თამარს უყვარს ლაშქრობა და ოჯახის წევრებთან შემეცნებითი თამაშების თამაში.“