რატი ქურდაძე - მოწვეული ლექტორი - უძღვება ანატომიის ლექციებსა და სემინარებს. მას მინიჭებული აქვს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი უმაღლესი სამედიცინო სკოლა აიეტიდან. მას დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და რეზიდენტურა გავლილი აქვს ზოგად და სისხლძარღვთა ქირურგიაში და ამჟამად აქტიურად მუშაობს ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში სისხლძარღვთა ქირურგის პოზიციაზე. რატი ქურდაძეს გავლილი აქვს ტრენინგები და დახელოვნების კურსები ისრაელში . მას ასევე აქვს უმაღლეს სამედიცინო სკოლა აიეტში ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან სწავლების რამდენიმეწლიანი გამოცდილება. არის თანაავტორი სამეცნიერო კვლევითი პუბლიკაციისა და მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.