გიორგი ჯანგიანი - მოწვეული ლექტორი - უძღვება ინგლისურენოვან ინფორმაციული უსაფრთხოების შესავლის სალექციო კურსს. მას აქვს ევროპული საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის (უნგრეთი) და იორკის (გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტებიდან. ასევე ფლობს დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გიორგი ჯანგიანს გააჩნია ქართულ ინფორმაციულ გარემოზე და მედია პოლიტიკაზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. მათ შორის ხელმძღვანელობდა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერების USAID - ის პროგრამას და მედია წიგნიერების ინიციატივას People In Need ში. გიორგი ჯანგიანს აქვს გაციფროვანების, ევროპული პოლიტიკების ადაპტირების, ინფორმაციული გარემოს, დეზინფორმაციასთან პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.