გიორგი მანდარია- მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის ინჟინერიის და მათემატიკის სკოლაში. უძღვება მონაცემთა სტრუქტურების და ალგორითმების კურსს. ასევე, საქართველოს უნივერსიტეტის საოლიმპიადო ჯგუფებს პროგრამირებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში (ACM) მონაწილეობისათვის. მას აქვს მაგისტრის ხარისხი მათემატიკში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის (დოქტორის ექვივალენტი) ხარისხი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტიდან. გავლილი აქვს საპილოტე სკოლების (საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების მიმართულებით) პროექტის IBM-ის ტრენინგ კურსები. 15 წლის მანძილზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უძღვებოდა სწავლებაში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დამუშავების, დანერგვისა და ინფორმატიკის სწავლების მეთოდური უზრუნველყოფის განყოფილებებს. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. 1990 წლიდან არის ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და პრეზიდენტის სპეციალური ჯილდოთი ინფორმატიკაში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებში შეტანილი პირადი წვლილისათვის და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობისათვის. აქვს ლიდერობის, პროექტების მართვის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, ინფორმატიკის ოლიმპიადების ჩატარების და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში (როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი) საინფორმაციო ტექნოლოგიების (დაპროგრამება, მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები-ალგორითმიზაციის მეთოდები) სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.