
თამარ ჩოკორაია - მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. უძღვება ქართული ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში კურსს. მას მიღებული აქვს ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას დისერტაციის შემდეგ შესრულებული აქვს ინდივიდუალური საგრანტო პროექტი - „კოლექტიური მეხსიერების ფორმირების პროცესი ქართულ ისტორიულ პროზაში (მე-20 საუკუნის 20-60-იანი წლები)“ (რუსთაველის სამეც. ფონდის დაფინანსებით 2014-2015 წწ.). აქვს პროგრამული აკრედიტაციის ექსპერტობის გამოცდილება (სიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი). მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ლიტერატურათმცოდნეობა, შედარებითი ლიტერატურა, საბჭოთა კვლევები, მეხსიერების კვლევები.