
რას მთავაზობს დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი?
საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლაზე სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ზრუნავს.
გვჯერა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი მაღალი დონის პროფესიონალიზმი განპირობებულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდართებით, არამედ სტუდენტთა კარიერული წინსვლისათვის მიმართული ძალისხმევითაც. ბოლო მონაცემებით, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 93% - ზე მეტი დასაქმებულია.
კარიერული სერვისების თვალსაზრისით სტუდენტებისა და კურსდამთვრებულებისათვის ხელმისაწვდომია სისტემატიური ტრენინგები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/www.ug.edu.ge
ასევე, ადევნეთ თვალი ბმულს: https://ug.edu.ge/ge/dasaqmebis-khelshe-koba