MENVIPRO - გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის.

Responsive image

პროექტის მიზანია გარემოს დაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე სამაგისტრო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება

ბოლონიის პრინციპების გაფართოება განათლების ამ სფეროში ასახავს ევროპული და გლობალური ეკონომიკის ტენდენციებსა და საჭიროებებს, აგრეთვე, საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს.

ევროკავშირის ასოცირების პროცესი გულისხმობს ქართული და სომხური სოფლის მეურნეობისა და ტურისტული სექტორების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს დღის წესრიგში აყენებს გარემოს დაცვისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფას, აგრეთვე, შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

MENVIPRO პროექტის მიზანია ინტენსიური საუნივერსიტეტთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ჩატარება, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტურ და კოლაბორაციულ პროექტებს. MENVIPRO-ს ფარგლებში  ჩამოყალიბდება მძლავრი ლაბორატორიული ბაზა, აგრეთვე, მოდერნიზებულ სამაგისტრო სასწავლო პროგრამები და მოდულები. პროექტის კონსორციუმი აერთიანებს სანდო პარტნიორებს მრავალმხრივი და ფართო გამოცდილებით სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ასევე იტალიიდან, პორტუგალიიდან და გერმანიიდან.

MENVIPRO პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტი გეგმავს ექსპერიმენტული ელექტრონული ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც სტუდენტებსა და მკვლევრებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გარემოსდაცვითი სასწავლო და საინჟინრო პროექტები.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი