
ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ კომპანია Be Group-ში ბუღალტრის თანაშემწის ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
· ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი;
· ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე;
· პროგრამების ცოდნა: MS Office;
· საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია;
· ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია.
პიროვნული თვისებები:
· ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· გუნდში მუშაობის უნარი;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:
· გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა;
· პროგრესირებადი სახელფასო სისტემა;
· სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება.
სტაჟირების პირობები
შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამას, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
სტაჟირებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდით კომპანიის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 29 ნოემბერს 11:00-13:00 საათებში საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში, აუდიტორია 116.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი
IV კორპუსი, ოთახი 117
ტელ: 2 55 22 22
მობ: 555 26 14 64
ელ. ფოსტა: career@ug.edu.ge