ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

გაყიდვების აგენტი
17 February 2020

საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ საკონსულტაციო კომპანიაში გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;

·         ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის სერვისის შეთავაზება/წარდგენა, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;

·         ხელშეკრულების გაფორმების კოორდინაცია და კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა;

·         კლიენტებისათვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა, შეთანხმება;

·         ახალი კლიენტებისათვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება და არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული სიახლეების შესახებ;

·         მუშაობის პროცესიდან გამომდინარე, გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად, ხელმძღვანელისათვის ახალი იდეებისა და განვითარების გეგმის შეთავაზება;

·         რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

·         გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

·         სასურველია ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

·         პუნქტუალურობა;

·         კომუნიკაბელურობა;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;

·         პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;

·         მოლაპარაკების წარმოებისა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშაო ტიპი - თავისუფალი გრაფიკი, ანაზღაურება - ფიქსირებული 200₾ + ბონუსი

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების აგენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი