ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ბაზრის კვლევა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
· შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან;
· ონლაინ პლათფორმებზე მუშაობა;
· სატელეფონო ზარების (Cold Calls) განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
· პიროვნული უნარების, ემოციების მართვის უნარი, კომუნიკაბელური, მიზანდასახული და დეტალებზე ორიენტირებული;
· სასურველია სამუშაო გამოცდილება ან განათლება გაყიდვების მიმართულებით;
· მოლოდინები მოცემულ პოზიციაზე:
o მარკეტინგულ ინდუსტრიაში მუშაობის მოტივაცია და სურვილი;
o საკუთარი შემოსავლის და პორთფელის დაგენერირების მოტივაცია და სურვილი;
o სწავლის და განვითარების სურვილი.
სამუშაო ტიპი - გრაფიკი შეთანხმებით, ანაზღაურებადი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).