ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

გრაფიკოს-დიზაინერი
13 October 2021

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები

  • წიგნის გრაფიკულ დიზაინზე მუშაობა, ბრენდბუქის შექმნა/განახლება, ლოგოებზე მუშაობა
  • საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალების, ბანერების და სარეკლამო ვიზუალების მომზადება
  • სოციალური მედიისთვის დიზაინის შექმნა/მომზადება
  • სტამბებთან თანამშრომლობა და დიზაინის ბეჭდვის პროცესის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • წიგნის ყდებზე, შეფუთვებზე, ბრენდბუქსა და ლოგოებზე მუშაობის გამოცდილება
  • Corel Drow, Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სიახლეებზე ორიენტირებული
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინგლისური ენა - სასურველია

დამატებითი ინფორმაცია

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე, არადისტანციური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო 2021 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: გრაფიკოს-დიზაინერი

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა 2007 წლიდან სთავაზობს სტუდენტებს სახელმძღვანეოლოებს, ჟურნალებსა და პერიოდულ გამოცემებს. 100-მდე სასწავლო თუ სამეცნიერო გამოცემა 14 წლიანი მუშაობის შედეგია.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • თანამედროვე ოფისს და უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი