ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის სტაჟიორი
29 September 2020

გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge   შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში სტაჟიორების შესარჩევი კონკურსი

 

ატეგორია:   სტაჟირება

თანამდებობრივი სარგო:  700 ლარი

ადგილების რაოდენობა:  10

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

 

სამუშაოს აღწერა

 

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

·         ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და არსებულ მოდულებში ცვლილებების შეტანა;

·         მონაცემთა ბაზებში ობიექტების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში არსებული არქიტექტურის ტექნიკურად დახვეწა;

·         მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავების, სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება.

 

მოთხოვნები:

 

·         უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი. (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების / IT მიმართულებით);

·         პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;

·         უპირატესობად ჩაითვლება C# / .NET / Angular 2+ / HTML/CSS / MS SQL / Android Studio / Javascript / Jquery/oracle forms ტექნოლოგიებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს ცოდნა.

·         რელაციური ბაზების თეორიული ცოდნა;

·         ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;

·         ინგლისური ენის ცოდნა;

·         ჯგუფში მუშაობის უნარი;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         პუნქტუალურობა, მოტივირებულობა;

·         კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

სტაჟირების რაოდენობა:

 

Ø  პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო (4 სტაჟიორი);

Ø  ვებ რესურსების მართვის სამმართველო (4 სტაჟიორი);

Ø  სისტემური არქიტექტურის და მონაცემთა გაცვლის სამმართველო (2 სტაჟიორი).

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

Ø  უმაღლესი განათლების/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

Ø  მიუთითონ რეკომენდატორი;

Ø  წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.

 

კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

კონკურსის ეტაპები 

განაცხადების გადარჩევა

ზეპირი დავალება

გასაუბრება

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ  ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზwww.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნონ განაცხადი.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი