ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:
16 April 2015

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

1.1 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

*განსაკუთრებული მოთხოვნა - ლექციის ინგლისურ ენაზე წაკითხვის უნარი.

 

სამართლის სკოლა

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია);

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი
  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
  • ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • საგნის სილაბუსი;
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
  • წარმოსადგენია საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.
  1. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:

3.1 ძირითადი კრიტერიუმებია:          

ა) აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებული პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო ნაშრომები;

3.2  დამატებითი კრიტერიუმებია:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

გ) სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა;

* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 16-დან 17 აპრილის ჩათვლით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №516.
  2. კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 20 აპრილს.
  3. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2014 წლის 22 აპრილი.
  4. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge 2014 წლის 24 აპრილს.
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი