ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კურსს: ჯანდაცვის მენეჯმენტი: სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა.
27 April 2016

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კურსს: ჯანდაცვის მენეჯმენტი: სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა.

პროგრამის მიზანი.
მიზანია მოამზადოს და საბაზო კომპეტენცია აუმაღლოს სამედიცინო სექტორში მომუშავე ჯანდაცვის მენეჯერებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს, ფარმაცევტებს, ლიდერ ექთნებს რომლებიც შეძლებენ ჯანდაცვის სისტემის რეფორმისა და ახალი მოთხოვნების პირობებში ეფექტურ საქმიანობას, სიახლეების გაგებას, ცვლილებების ხელშეწყობას და ადეკვატური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას

განხილული იქნება:
• ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპების შესახებ; 
• ჯანდაცვის მენეჯმენტი-ძირითადი პრინციპები;
• ჯანდაცვითი სერვისები- სახელმწიფო პროგრამები და მართვის ასპექტები;
• ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები; 
• ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე, რეგულირების ძირითადი ასპექტები ;
• საექთნო საქმე - პჯდ, ჰოსპიტალი და საზჯანდაცვა;
• ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი - ძირითადი პრინციპები;
• სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
• ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
• ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი;
• ქეისების განხილვა ( საზოგადოებირვი ჯანდაცვა, პჯდ, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სერვისები, მოწვეული სტუმრები ) 
• ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ინდივიდუალური პროექტის მომზადება და დაცვა

კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო სთ-ს. სამუშაო დღეები შაბათი და კვირა 10.00 სთ დან
მსმენელებს ეძლევათ საშუალება სასწავლო მასალები და აქვთ საშუალება ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით. 
კურსი დაიწყება ა.წ. 2016 7 მაისდან და დასრულდება 2016 5 ივნისს 
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უნივერსიტეტში ჯანდაცვის სკოლაში, მონაცემები იგზავნება მეილზე t.lobjanidze@ug.edu.ge არაუგვინეს 27 აპრილისა.
კურსის ღირებულება 650 lari, გადახდა ხდება წინასწარ საბუთები მიღებისას, გადარიცხვა წარმოებს ნებისმიერი ბანკიდან. შესაძლებელია სწავლის ღირებულების ნაწილობირვად გადახდა, კერძოდ სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის/ 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 
კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელი).კურსის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 610 ლარს და დგება გადახდის სპეციალური პირობები.

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შედეგი საბუთები:
1. CV
2. პირადობის ასლი/ დასკანერებული
3. უმაღლესი განათლების სერთიფიკატი
t.lobjanidze@ug.edu.ge ან გაიაროს რეგისტრაცია ვებ–გვერდზეwww.ug.edu.ge ტრენინცენტრში.
ამავე დროს უნდა წარმოადგინოს/გამოაგზავნოს სარეგისტრაციო გადასახადის 250 ლარის გადახდის საბუთი/ქვითარი, რომელიც შედის ერთიან ფასში.
საკონტაქტო პირი: თამარ ლობჟანიძე t.lobjanidze@ug.edu.ge ან ელენე სიგუა 595 997526
საბანკო რეკვიზიტები: მიმღები ბანკი – სს „ბაზისბანკი“ 
ბანკის კოდი – CBASGE22
ა/ა GE14BS0000000008136077 საიდენ. კოდი 205 037 137


კურსში მონაწილეობს
• ოთარ ვასაძე MD, PHD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,გ.ჩაფიძის სახ.გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის HR
• ქეთევან გოგინაშვილი MSc, MHA- საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სშჯსდ სამინისტრო, უფროსი სპეციალისტი
• თეა გამეზარდაშვილი MD, MHA- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
• ნათია ლანდია MD, PHDc- საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
• სიმონ გაბრიჭიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, Welfare Foundation გენ დირექტორი
• მაია კერესელიძე MD, PHD- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCDC სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი
• თინათინ ტურძილაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი, ფარმაციის ექსპერტი
• მაი გოგაშვილი MD, PHDc- საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი
• მარიანა შიხაშვილი MD-საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში, ექსპერტი
• რევაზ ფხალაძე MD, MHA- საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში, ფარმაცევტული კომპანია „როშე“
• კახაბერ ჯაყელი MBA, PHD- საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში
• ზურაბ გურული MD, PHD- საქართველოს უნივერსიტეტის აფილრებული პროფესორი, მისისიპის უნივერისტეტის პროფესორი
• ალეკო ტურძილაძე - USAD ჯანდაცვის პროექტი, პროგრამაში მოწვეული სპიკერი
• თემურ ვარდოსანიძე MSc, PHD-საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიაბეტის ცენტრის ფინ.მენეჯერი
• რამაზ ურუშაძე MD -საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი, NCDC რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი
• ნატა ყაზახაშვილი MD, PHD - საქართველოს უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხარისხის მართვა, ექსპერტი დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დარგში.
• ნია გიუაშვილი MD, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი, Medi Claub Georgia ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ექსპეტი გარემოს ჯანმრთელობის დარგში.
• თამარ ლობჟანიძე MSc, PHDc- საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, ას.პროფესორი სასერთიფიკატო კურსის ხელ-ი

გამოყენებულია საერთაშორისო ლიტერატურა და მოქმედი რეგუალციები.

გისურვებთ წარმატებებს.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი